საქართველოს სავაჭრო სამრეწველო პალატისა და ევროპალატის პრეზიდენტები ბიზნესმენებს შეხვდებიან

18 ნოემბერს, სასტუმრო "თბილისი მარიოტში" ევროპალატის პრეზიდენტის რიჩარდ ვებერის ვიზიტის ფარგლებში, "მრგვალი მაგიდის" ფორმატში ბიზნესმენებთან შეხვედრა გაიმართება.

ევროპალატა უმსხვილესი ბიზნესის მხარდამჭერი ორგანიზაციაა და 20 მილიონ კომპანიას აერთიანებს. საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატა ევროპალატის წევრია და როგორც ევროკავშირის არაწევრი ქვეყანა, სარგებლობს აფილირებული წევრის სტატუსით. საქართველოს სავაჭრო სამრეწველო პალატის ინფორმაციით, აღნიშნული ვიზიტი თბილისში საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის პრეზიდენტის მიერ არის ორგანიზებული. აღნიშნულ შეხვედრაზე მხარეები განიხილავენ თანამშრომლობის პერსპექტივებს, როგორც ევროპალატის ფარგლებში, ისე უცხოელ ბიზნეს წარმომადგენლებთან.

ევროპალატის პრეზიდენტი საქართველოში ორდღიანი ვიზიტით იმყოფება და დაგეგმილია შეხვედრები საქართველოს მთავრობის წარმომადგენლებთან.