კრიშტიანუ რონალდუმ 19 მილიონ დოლარად ღირებული კერძო თვითმფრინავი შეიძინა

მსოფლიოს ერთ-ერთმა ყველაზე მაღალანაზღაურებადმა ფეხბურთელმა კრიშტიანუ რონალდუმ საკუთარ თავს ძვირად ღირებული საჩუქარი გაუკეთა.

ცოტა ხნის წინ მადრიდის „რეალის“ ფეხბურთელმა 19 მილიონ დოლარად ღირებული კერძო თვითმფრინავი შეიძინა.

Gulfstream G200 ბიზნეს კლასის თვითმფრინავია, რომელიც მხოლოდ 10 ადამიანზეა გათვლილი. თვითმფრინავში ორი აბაზანაა, ერთი ეკიპაჟისთვის, მეორე კი მგზავრებისთვის. თვითმფრინავში ასევე არის სამზარეულო, ტელფონი და გასართობი სისტემა.