საერთაშორისო კრედიტორები საბერძნეთს 12 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარებას გაუწევენ

საერთაშორისო კრედიტორები საბერძნეთს 12 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარებას გაუწევენ. შესაბამის შეთანხმებას ოფიციალურმა ათენმა კრედიტორებთან მოლაპარაკებების შედეგად მიაღწია. აღნიშნული თანხიდან 2 მილიარდი ევრო სახელმწიფო ხარჯებს, 10 მილიარდი კი - ბანკების რეკაპიტალიზაციას მოხმარდება.

როგორც "ბიბისი" იტყობინება, შესაბამისი განცხადება ევროჯგუფის თავმჯდომარემ იერუნ დეისელბლუმმა გააკეთა. როგორც მან განმარტა, ოფიციალური ათენი ახალ ფინანსურ ტრანშს მას შემდეგ მიიღებს, რაც საბერძნეთის პარლამენტი რეფორმების პაკეტს დაამტკიცებს.  12 მილიარდი ოდენობის კრედიტს საბერძნეთისთვის ევროპის ცენტრალური ბანკი, საერთაშორისო სავალუტო ფონდი, ევროზონის ქვეყნები და ფინანსური სტაბილურობის ევროპული ფონდი გამოყოფენ.