სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურისთვის ბიუჯეტის გაზრდა დღის წესრიგში არ დგას

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურისთვის ბიუჯეტის გაზრდის საკითხი დღის წესრიგში არ დგას, - ამის შესახებ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსმა, ვახტანგ გომელაურმა ჟურნალისტებს უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განუცხადა.  შესაბამისად, მისი ინფორმაციით, აღნიშნული საკითხი საბჭოს სხდომაზე განხილული არ ყოფილა. "მე მეგონი დღეს არ დგას დღის წესრიგში თემა, რომ აუცილებლად უნდა გაეზარდოს დაფინანსება, თორემ ჩვენ ვერ ვასრულებთ ჩვენზე დაკისრებულ მოვალეობას. ასე რომ, ეს საკითხი დღეს არ განიხილება", - განაცხადა გომელაურმა.