სახაზინო ობლიგაციების აუქციონზე 9 500 000 ლარის ნომინალური ღირებულების ფასიანი ქაღალდები გაიყიდა

ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ობლიგაციების აუქციონზე 9 500 000 ლარის ნომინალური ღირებულების 5-წლიანი ვადიანობის ფასიანი ქაღალდები გაიყიდა.

ეროვნული ბანკის ინფორმაციით, აუქციონში მონაწილეობა მიიღო ორმა კომერციულმა ბანკმა. მოთხოვნამ შეადგინა 9 500 000 ლარი. მინიმალური საპროცენტო განაკვეთი 14.000 პროცენტით, მაქსიმალური 14.980 პროცენტით, ხოლო საშუალო შეწონილი - 14.181 პროცენტით განისაზღვრა. კუპონური განაკვეთი 14.375 პროცენტს შეადგენდა. კუპონის გადახდა მოხდება წელიწადში ორჯერ, ყოველ ექვს თვეში.