თბილისის მეტროპოლიტენი ჩვეულ რეჟიმში მუშაობს

თბილისის მეტროპოლიტენი ჩვეულ რეჟიმში მუშაობს, - ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის სატრანსპორტო კომპანია ავრცელებს.

კომპანიის განცხადებით, ამჟამად თბილისის მეტროპოლიტენის ორივე ხაზზე მოძრაობა ჩვეულ რეჟიმში მიმდინარეობს. "თბილისის მეტროპოლიტენი ჩვეულებრივ რეჟიმში მუშაობს. ვაგონი იყო დაზიანებული", - განმარტეს კომპანიაში.  თბილისის მეტროპოლიტენში რამდენიმე საათის წინ შეფერხება იყო. მეტროს სადგურ "თავისუფლების მოედანზე" მგზავრთა ჩასხდომა არ ხდებოდა. კომპანიაში ამის მიზეზად მეტროსადგურ "300 არაგველში" წარმოქმნილ ტექნიკურ ხარვეზს ასახელებენ. კერძოდ, ავტოგადასაბმელის დაზიანებას.