თბილისის მეტროს 7 სადგურის რემონტი იგეგმება

თბილისის 2016 წლის ბიუჯეტის პროექტის თანახმად, ქალაქში მეტროს 7 სადგურის რემონტი იგეგმება. როგორც ბიუჯეტის პროექტის განმარტებით ბარათშია ნათქვამი, მოხდება მეტროს სადგურების ქვედა და ზედა ვესტიბიულების ინფრასტრუქტურის განახლება. გარდა ამისა, ჩატარდება მეტროს სადგურების დახრილი გვირაბების კაპიტალური რემონტი. დახრილი გვირაბები სადგურების ის მონაკვეთია, სადაც ესკალატორები მოძრაობენ. ზოგადად მეტროს სადგურების მშენებლობისთვის და რეაბილიტაციისთვის მომავალი წლის თბილისის ბიუჯეტში 7 მლნ.ლარია გათვალისწინებული.