სოფლის მეურნეობის სამინისტრო სასაწყობე მეურნეობების ხელშეწყობის პროგრამას განახორციელებს

სოფლის მეურნეობის მინისტრის, ოთარ დანელიას განცხადებით, სასაწყობე მეურნეობების ხელშეწყობის პროგრამა განხორციელდება. ამის შესახებ ოთარ დანელიამ მთავრობის სხდომაზე განაცხადა.  "ვინაიდან ჩვენ დავიწყეთ პროექტი - "დანერგე მომავალი", რომლის ფარგლებშიც ველოდებით მნიშვნელოვან მოსავალს რამდენიმე წელიწადში, მნიშვნელოვანია ასევე ინფრასტრუქტურული თანხვედრა, რომ მოხდეს პროდუქციის სეზონის მაქსიმალური გახანგრძლივება", - განაცხადა დანელიამ.

მისივე თქმით, წელს მიიღეს ინფორმაცია, რომ 15-20%-ის დანაკარგია ყოველწლიურად ხილისა და ბოსტნეულის, იმიტომ რომ არ ხდება შესაბამისი შენახვა, შესაბამის პირობებში. "შესაბამისად, გვინდა ამ პროექტის ხელშეწყობაც განვახორციელოთ. ამ მიმართულებითაც განსაკუთრებით წახალისდება მაღალმთიანი რეგიონები. ჩვენ ასევე გამოვყავით 12 მუნიციპალიტეტი, რომელსაც ყველაზე დაბალი ეკონომიკური აქტივობა ჰქონდა და ყველაზე ნაკლები მონაწილეობა აქვს მიღებული პროექტების დაფინანსების კუთხით", - განაცხადა დანელიამ.