ლაშა თორდიას განცხადებით, სახელმწიფო აუდიტის სამსახურში დანამატები არ გაიცემა

გენერალური აუდიტორის, ლაშა თორდიას განცხადებით, სახელმწიფო აუდიტის სამსახურში დანამატები არ გაიცემა. მისივე თქმით, როდესაც პრემია გაიცემა თანამშრომლებზე, ეს შესაბამისი დასაბუთებით ხდება. "ჩვენ სამსახურში დანამატი არ გაიცემა. მე არ ამიღია არც პრემია და არც დანამატი. პრემიები ჩვენს თანამშრომლებზე გაიცემა შესაბამისი დასაბუთების შემდგომ", - აღნიშნა თორდიამ.

რაც შეეხება ფინანსთა მინისტრის განცხადებას აუდიტის სამსახურში ხელფასების 131%-ით ზრდის თაობაზე, თორდიას თქმით, ეს მართალია, თუმცა არაშესაფერისი შედარებაა. "შედარება იყო გაკეთებული, რომ თითქოს 131%-ით გაიზარდა ხელფასები. ფინანსთა მინისტრმა ოთხწლიანი ინტერვალი აიღო – 2012 წლიდან და 2016 წლამდე. გიდასტურებთ, რომ გაიზარდა, თუმცა ეს მოხდა ოთხწლიან პერიოდში. შედარება კეთდება წინა წელთან. ანუ, იმის თქმა, რომ სახელმწიფო აუდიტის სამსახურში გაიზარდა ხელფასები 131%-ით, არაშესაფერისი შედარებაა", - განაცხადა თორდიამ.