საქართველოს ტურისტულ მიმართულებებს 40 ტუროპერატორი გაეცნო

საქართველოს ტურისტული პოტენციალის გასაცნობად სხვადასხვა ქვეყნებიდან ტუროპერატორთა 40-კაციანი ჯგუფი ეწვია.  ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ორგანიზებით, აზერბაიჯანიდან, ბალტიისპირეთის ქვეყნებიდან, უკრაინიდან, ყაზახეთიდან და რუსეთიდან ჩამოსულმა ტუროპერატორებმა საქართველოს სხვადასხვა კუთხეები დაათვალიერეს და ტურისტულ მიმართულებებს გაეცნენ.

ინფოტურის ფარგლებში ტუროპერატორები ქართველ კოლეგებს შეხვდნენ, სადაც ერთობლივი პროექტების პერსპექტივები განიხილეს. სტუმრებს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, გიორგი ჩოგოვაძე გაესაუბრა.