აშშ "ისლამური სახელმწიფოს" სანავთობო ინფრასტრუქტურის განადგურებას იწყებს

ამერიკის შეერთებული შტატები "ისლამურ სახელმწიფოსთან" ბრძოლის ტაქტიკას ცვლის და ამჯერად მისი სანავთობო ინფრასტრუქტურის განადგურებას იწყებს. ამის შესახებ პენტაგონის ხელმძღვანელმა ეშტონ კარტერმა განაცხადა. "მზად ვართ ჩვენი მონაწილეობის წესები შევცვალოთ. ჩვენ შევცვალეთ ტაქტიკა, როგორც ეს ბენზინმზიდებთან დაკავშირებით იყო", - განაცხადა ამერიკის თავდაცვის მინისტრმა. მისი თქმით, ამერიკა თავს არიდებდა ასეთ ობიექტებზე დარტყმებს იმის გამო, რომ ამ დარგში მშვიდობიანი მოსახლეობა იყო დასაქმებული. პარიზის ტერაქტების შემდეგ კი ამერიკის შეერთებულმა შტატებმა შეცვალა გადაწყვეტილება, რადგან ამ დარგიდან მიღებულ მოგებას ტერორისტები იღებენ.