შსს-მ "პროკრედიტ ბანკის" ყაჩაღობა გახსნა

შსს-მ "პროკრედიტ ბანკის" ყაჩაღობა გახსნა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს სამმართველოს 1-ლი განყოფილების თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ყაჩაღობის ბრალდებით, 1979 წელს დაბადებული გიორგი ბ. დააკავეს. სამინისტროს განცხადებით, გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულმა მიმდინარე წლის 12 ნოემბერს ჭავჭავაძის გამზირზე მდებარე "პროკრედიტ ბანკის" ფილიალი დააყაჩაღა, საიდანაც 15 000-ლარამდე ფული გაიტაცა. სამართალდამცველებმა ბრალდებული თბილისში დააკავეს, დანაშაულის იარაღი ნივთმტკიცებად ამოიღეს.

სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება ყაჩაღობის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ს 179-ე მუხლის მე-3 ნაწილის "გ" ქვეპუნქტით).