"ალდაგმა" ავტომფლობელებისთვის საახალწლო აქცია დაიწყო

სადაზღვევო კომპანია "ალდაგმა" მომხმარებლებისთვის ტრადიციული საახალწლო აქცია დაიწყო. კომპანია "ალდაგის" ინფორმაციით, ყველა, ვინც კუთვნილი ავტომობილისთვის ავტოდაზღვევის სრულ პაკეტს შეიძენს, კომპანიისგან სხვადასხვა ბრენდის 100, 200 ან 300-ლარიან სასაჩუქრე ვაუჩერს მიიღებს.  აქცია მომხმარებლებს საშუალებას აძლევს, ისარგებლონ სხვადასხვა ცნობილი ჰიპერმარკეტის, გამაჯანსაღებელი ცენტრის, ტექნიკის მაღაზიის, ბენზინგასამართი სადგურის, ტანსაცმლის, ფეხსაცმლის, პარფიუმერიის, აქსესუარების ბრენდ მაღაზიებისა და სადაზღვევო კომპანიის სერვისებით.

ავტოდაზღვევის მფლობელები "ალდაგისგან" შესაბამისი ნომინალის სასაჩუქრე ვაუჩერებს მიიღებენ, მათ ასევე, საშუალება ექნებათ სპეციალური კატალოგის დახმარებით გაეცნონ ინფორმაციას აქციაში მონაწილე ბრენდების პროდუქციისა და სერვისების შესახებ. "ალდაგის" საახალწლო საჩუქრების ვაუჩერით სარგებლობისთვის მომხმარებლებმა უნდა მიაკითხონ შესაბამის ობიექტს, სალაროსთან კუთვნილი სასაჩუქრე ბარათის წარდგენის შემდეგ, ისარგებლებენ სასურველი მომსახურებით. ავტოდაზღვევის მფლობელებს სურვილის შემთხვევაში, შეუძლიათ სასაჩუქრე ვაუჩერი გადასცენ სხვას.

დეტალური ინფორმაციის მიღება შესაძლებელია ალდაგის ცხელ ხაზზე: 2 444 999.