ოთარ დანელია: დღეიდან 20 ნოემბერი საქართველოში ფერმერის დღე იქნება

დღეიდან, 20 ნოემბერი საქართველოში ფერმერის დღე იქნება, - აღნიშნული ინიციატივა სოფლის მეურნეობის მინისტრმა ოთარ დანელიამ უწყების მიერ 3 წლის განმავლობაში გაწეეული საქმიანობის ანგარიშის პრეზენტაციაზე გამოთქვა. ანგარიშის პრეზენტაცია საგამოფენო ცენტ "ექსპო-ჯორჯიაში" მიმდინარეობს. ღონისძიებას მთავრობის და პარლამენტის წევრები, დარგის სპეციალისტები, დონორი ორგანიზაციების წარმომადგენლები და თავად ფერმერები ესწრებიან.

სამინისტროს მიერ გაწეული საქმიანობის შესახებ ანგარიშს სტუმრებს თავად მინისტრი ოთარ დანელია აცნობს. მისი განცხადებით, მთავრობის მიზანია საქართველო აქციოს სოფლის მეურნეობის პროდუქციის ექსპორტიორ ქვეყანად.  მისივე განმარტებით, სოფლის მეურნეობის სამინისტროს თითქმის ყველა მიმართულებით მნიშვნელოვანი ზრდა აქვს.