ოთარ დანელია: ჩვენი მიზანია საქართველო ვაქციოთ სოფლის მეურნეობის პროდუქტების ექსპორტიორ ქვეყნად

ჩვენი მიზანია საქართველო ვაქციოთ სოფლის მეურნეობის პროდუქტების ექსპორტიორ ქვეყნად, ნაცვლად იმპორტიორი ქვეყნისა, - ამის შესახებ სოფლის მეურნეობის მინისტრმა ოთარ დანელიამ საგამოფენო ცენტრ "ექსპო-ჯორჯიაში" განაცხადა, სადაც უწყების მიერ 3 წლის განმავლობაში გაწეული საქმიანობის ანგარიშის პრეზენტაცია გამართა. მისივე განმარტებით, საქართველოს აქვს შესაძლებლობა დაიკავოს საპატიო ადგილები საექსპორტო ბაზრებზე. "ჩვენთვის მნიშვნელოვანია გავაგრძელოთ ის დივერსიფიკაციის პოლიტიკა, რომელიც დავიწყეთ გასულ წელს. მაქსიმალურად კონკურენტუნარიანი პროდუქცია შეიქმნას საქართველოს სოფლის მეურნეობის ფარგლებში და მოხდეს მისი ექსპორტი საზღვარგარეთ, მათ შორის, რა თქმა უნდა, ისეთ სტრატეგიულ ბაზარზე, როგორიცაა ევროკავშირის ბაზარი. ეს არის ჩვენი სამომავლო მიზანი", - განაცხადა ოთარ დანელიამ.