რუსული კომპანია „ევროხიმი“ საქართველოში პროდუქციის ექსპორტს ზრდის

რუსული კომპანია „ევროხიმი“ საქართველოში პროდუქციის ექსპორტს აფართოვებს.

„ევროხიმსა“ და P&G Group-ს შორის გაფორმებული შეთანხმების თანახმად, 2016 წლიდან რუსული კომპანია საქართველოში 1,5-ჯერ მეტ პროდუქციას შემოიტანს, ვიდრე 2014-2015 წლებში.

„ევროხიმის“ გაყიდვების დეპარტამენტის დირექტორის მაქსიმ სერიოგინის განცხადებით, საქართველო „ევროხიმის“ პროდუქციისთვის პერსპექტიული ბაზარია.

ამ ეტაპზე რუსულ კომპანიას საქართველოში აგროქიმიკატები შემოაქვს.