პოსტსაბჭოთა ქვეყნებს შორის საქართველოში მამაკაცები პენსიაზე ყველაზე გვიან გადიან

საქართველოში მამაკაცები პენსიაზე იმაზე გვიან გადიან, ვიდრე სხვა დანარჩენ პოსტსაბჭოთა ქვეყნებში.

currenttime.tv-ს ინფორმაციით, ქალებს შორის რეკორდი ლატვიას ეკუთვნის, სადაც პენსიაზე ქალები 61 წლის ასაკიდან გადიან.

62 წლის ასაკში გადიან პენსიაზე მამაკაცები თურქმენეთში, სადაც სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა 62 წელია. ამასთან ერთად, პოსტსაბჭოთა ქვეყნებს შორის ყველაზე დაბალი პენსია სწორედ თურქმენეთშია - 105 თურქმენული მანათი, რაც დაახლოებით 37 დოლარს უდრის.

საპენსიო ასაკის 63 წლამდე გაზრდას განიხილავს რუსეთის ხელისუფლება. ამ ეტაპზე რუსეთში ქალები პენსიაზე 55 წლის ასაკში გადიან, მამაკაცები კი 60 წლის ასაკში.

ყველაზე მაღალი პენსია პოსტსაბჭოთა სივრცეში ესტონეთშია - 328 ევრო. 50,5 ათას ტენგეს (დაახლოებით 164 დოლარი) იღებენ ყაზახელი პენსიონერები, უკრაინაში კი საშაულო პენსია 1 581 გრივნაა, რაც დღევანდელი კურსით 69 დოლარს უდრის.

საქართველოში მამაკაცების საპენსიო ასაკი 65 წლიდან განისაზღვრება, ქალების - 60 წლიდან.