ჩინეთში „იატაკქვეშა ბანკი“ გამოავლინეს

ჯეძიანის პროვინციაში მოქმედი ბანკი არალეგალურ გადარიცხვებს აწარმოებდა. ძალოვანი სტრუქტურების ცნობით, არალეგალურმა ორგანიზაციამ 410 მილიარდი იუანის ოდენობის უცხოური ტრანზაქციები განახორციელა, რაც 64 მილიარდი დოლარის ექვივალენტია. აღნიშნულთან დაკავშირებით ჩინეთის მასშტაბით მასობრივი სპეცოპერაცია ჩატარდა. უკანონო საქმიანობასთან კავშირში 370 ადამიანი დააკავეს.

ჩინეთის ეროვნული ვალუტის კურსი მთავრობის მიერ მკაცრად რეგულირდება, ამიტომაც მსხვილ მულტინაციონალურ კომპანიებსაც უჭირთ ამ კუთხით შეთანხმებების მიღწევა. ამ ფონზე „იატაკქვეშა ბანკმა“ მოახერხა ჩინეთიდან დიდი ოდენობის თანხის კონტრაბანდის სახით გატანა.