„ნაიკი“ საკუთარი აქციების გამოსყიდვას აპირებს

სპორტული ტანსაცმლის მწარმოებელი „ნაიკი“ საკუთარი აქციების გამოსყიდვას აპირებს. სანაცვლოდ კომპანია მზადაა 12 მილიარდი დოლარი გადაიხადოს. აქციების გამოსყიდვის შესაბამისი პროგრამა მალე ამოქმედდება.  „ნაიკის“ ხელმძღვანელობამ გასულ თვეს განაცხადა, რომ მომდევნო ხუთი წლის განმავლობაში მოგების ზრდას ელოდებიან. 2020 წლისათვის კი კომპანია გეგმავს შემოსავლების 63 პროცენტიან ზრდას.

ტანსაცმლის მწარმოებელი ბრენდი - „ნაიკი“ 1964 წელს შეიქმნა. მის მთავარ კონკურენტად „ადიდასი“ მიიჩნევა.