ტელესკოპი, რომელიც მთვარეზე ათი სანტიმეტრის სიგრძის ობიექტების დაფიქსირებას შეძლებს

ჩილეს ატაკამას უდაბნოში მდებარე ობსერვატორია მსოფლიოს წამყვან ობსერვატორიებთან ერთად ვირტუალური ტელესკოპის შექმნაზე მუშაობს. ახალი ტელესკოპი მთვარეზე ათი სანტიმეტრის სიგრძის ობიექტების დაფიქსირებას შეძლებს. მეცნიერულ სამუშაოებს ჩილეს ობსერვატორიის წარმომადგენელი ლარს-აკე ნიმანი ხელმძღვანელობს. მისი თქმით, ინოვაციური ტელესკოპი იქნება ვირტუალური და იმაზე გაცილებით დიდი, ვიდრე ამ დრომდე არსებული ტელესკოპები.  მისი საშუალებით შესაძლებელი იქნება ძალიან მცირე ზომის და შორს მდებარე საგნების დაფიქსირება. სწორედ მისი დახმარებით იგეგმება გალაქტიკა „ირმის ნახტომში“ წარმოქმნილი „შავი ხვრელის“ უფრო დეტალურად შესწავლა.