დავით სერგეენკო: ფინანსების არსებობა აუცილებელია, მაგრამ ის არ წარმოადგენს საკმაო პირობას ჯანდაცვის სექტორის განვითარებისთვის

ფინანსების არსებობა არის აუცილებელი, მაგრამ ის არავითარ შემთხვევაში არ წარმოადგენს საკმაო პირობას ჯანდაცვის სექტორის განვითარებისთვის ,- ამის შესახებ საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა, დავით სერგეენკომ საგამოფენო ცენტრ "ექსპო-ჯორჯიაში" განაცხადა, სადაც გლობალური კონფერენცია "ჯანდაცვის გამოწვევები 21-ე საუკუნეში: საქართველო და მსოფლიო" იმართება. მისივე განმარტებით, ერთ-ერთ მთავარ აუცილებლობას წარმოადგენს ქვეყნის ჯანდაცვის სისტემის მიერ სწორი პრიორიტეტების არჩევაც,

"გამოწვევა, რა თქმა უნდა, უამრავია. ფინანსების არსებობა არის აუცილებელი, მაგრამ არავითარ შემთხვევაში არ წარმოადგენს საკმარის პირობას და ქვეყნის ჯანდაცვის სისტემამ უნდა აირჩიოს სწორი პრიორიტეტები. რა არის ჩვენს შემთხვევაში ეს სწორი პრიორიტეტები? რა თქმა უნდა, ინტერესი და აქცენტი იმაზე, რომ განვითარდეს ტექნოლოგიები რჩება, მაგრამ მთავარი პრიორიტეტია პირველადი ჯანდაცვა, ვინაიდან ადრეულ ეტაპზე დაავადების აღმოჩენა და სწორი მკურნალობა იცავს მას შემდეგი გართულებისგან და მეორე – ქრონიკული დაავადების მატარებელი პაციენტებისთვის მედიკამენტებით უზრუნველყოფა. ჩვენ ამაზე ინტენსიურად ვმუშაობთ და ვფიქრობთ, რომ უახლოეს პერიოდში შევძლებთ მნიშვნელოვანი შვება მივანიჭოთ ჩვენს მოსახლეობას ამ მიმართულებითაც", - აღნიშნა დავით სერგეენკომ.