გადასახადების გადახდის სიმარტივის ინდექსში საქართველო 40-ე პოზიციაზეა

მსოფლიო ბანკისა და აუდიტორულო საკონსულტაციო კომპანია PriceWaterhouseCooper-ის (PwC) რეიტინგში “Paying Taxes 2016” საქართველო 189 ქვეყანას შორის 40-ე ადგილზეა.

აღსანიშნავია, რომ გასული წლის ინდექსში საქართველო 38-ე პოზიციაზე იყო.

ინდექსის თანახმად, საქართველოში კომპანიას გადასახადების დასაფარად 362 საათი სჭირდება, ახორციელებს ხუთგვარ გადახდას, ხოლო გადასახადების ერთიანი განაკვეთი 40 %-ს შეადგენს.

ინდექსში პირველ ადგილზე ერთბაშადი ორი ქვეყანა აღმოჩნდა - ყატარი და არაბეთის გაერთიანებული საამიროებია. ყატარში კომპანიას გადასახადების დასაფარად 41 საათი სჭირდება, გადასახადების განაკვეთი კი 11,3%-ს შეადგენს, ხოლო საუდის არაბეთში გადასახადების დასაფარად  კომპანიას 12 საათი სჭირდება, გადასახადების ერთიანი განაკვეთი კი 15,9 %-ს შეადგენს.

საქართველოს მეზობელი ქვეყნებიდან აზერბაიჯანი რეიტინგში 34-ე ადგილზეა, სომხეთი 41-ე ადგილზე, თურქეთი 61-ე, ხოლო რუსეთი 47-ე ადგილზე.

კვლევამ 189 ქვეყანა მოიცვა და მონაცემები სამი ინდიკატორის მიხედვით შედგა - გადასახადების ერთიანი განაკვეთი, გადასახადების გადახდისათვის საჭირო დრო და გადახდების რაოდენობა.