ქართული ნაციონალური კაბა მსოფლიოს ტრადიციულ სამოსს შორის მოხვდა

ამერიკულმა ჟურნალმა National Geographic მსოფლიოს ტრადიციული სამოსის ფოტოგალერეა გამოაქვეყნა.

გალერეაში ასევე მოხვდა ქართულ ეროვნულ სამოსში გამოწყობილი სამი ქალბატონის ფოტო, რომელიც ჟურნალის 1913 წლის გამოცემაში გამოქვეყნდა.

„მსოფლიოში ტრადიციულ სამოსს სხვადასხვა დატვირთვა აქვს. ზოგჯერ ის თქვენს წინაპრებს გაგონებთ, ზოგჯერ კი რელიგიურ ცერემონიას ან კულტურას წამოადგენს“, - წერს National Geographic.

იხილეთ ფოტოგალერეა