ჰაკერების ცნობით, "ისლამური სახელმწიფო" ტერაქტის განხორციელებას დღეს რამდენიმე ქალაქში გეგმავს

ინტერნეტში იმ ქალაქების ჩამონათვალი გავრცელდა, სადაც „ისლამური სახელმწიფო“ სავარაუდოდ, ტერაქტების განხორციელებას გეგმავს.

გამოცემა International Business Times-ის ცნობით, მსგავსი ინფორმაცია ჰაკერების დაჯგუფების Anonymous-ის ერთ-ერთმა ქვედაჯგუფება OpParisIntel-მა გაავრცელა.

IBT-ის ცნობით, ჰაკერების იუწყებიან, რომ 22 ნოემბერს „ისლამური სახელმწიფო“ შეტევების განხორციელებას გეგმავს საფრანგეთის ზოგიერთ ქალაქში, ასევე ატლანტაში, რომში, ინდონეზიაში, მილანში გასამართ კონცერტზე და ლიბანის უნივერსიტეტში. ჰაკერების განცხადებით, ეს ინფორმაცია მათ თავად მოიპოვეს, თუმცა მის ნამდვილობას ვერ ადასტურებენ.

მოგვიანებით, „ტვიტერზე“ განცხადება გაავრცელა Anonymous-მა, სადაც დაჯგუფება აღნიშნავს, რომ ახალი ტერაქტების საშიშროებაზე გავრცელებულ ინფორმაციასთან კავშირი არ აქვს.

„ჩვენ არ გაგვირცელებია ინფორმაცია „ისლამური სახელმწიფოს“ შესაძლო მომავალ ტერაქტებთნ დაკავშირებით და სიმართლე ითქვას, არ ვიცით, საიდან გაჩნდა ეს ინფორმაცია“, - ნათვამია Anonymous-ის განცხადებაში.

თავის მხრივ, გავრცელებულ ინფორმაციას გამოეხმაურა აშშ-ის გამოძიების ფედერალური ბიურო. უწყების ცნობით, აშშ-ს არ აქვს ინფორმაცია, რომ ჯორჯიის შტატის ქალაქ ატლანტაში ტერაქტი იგეგმება.

შესაძლო ტერაქტების შესახებ გავრცელებული ცნობის შემდეგ 22 ნოემბერს დაგეგმილი ყველა ღონისძიება გააუქმეს ლიბანის უნივერსიტეტში.