ჩინელმა მილიონერმა მთელი ქონება ძაღლების თავშესაფარს მოახმარა

ჩინელმა მილიონერმა ვან იანმა თითქმის მთელი ქონება უსახლკარო ძაღლების თავშესაფარს მოახმარა.

გამოცემა "მეტროს" ინფორმაციით, სამი წლის წინ მილიონერმა საყვარელი ძაღლი დაკარგა. ძაღლის ძიებისას ვან იანი უსახლკარო ძაღლების თავშესაფარშიც მოხვდა, სადაც მისი თქმით, არსახარბიელო პირობები იყო ძაღლებისთვის. სწორედ ამიტომ მილიონერმა ძაღლების თავშესაფრის გახსნა გადაწყვიტა.

29 წლის მილიონერს იმდენად კარგ პირობებში ჰყავს თავშესაფარში ძაღლები, რომ ბოლო რამდენიმე თვეა სერიოზული ვალები დაედო ძაღლების კვებისა და მკურნალობის ხარჯების გამო.

ჩინელი მილიონერის თავშესაფარში თავდაპირველად 1 000-ზე მეტი ძაღლი ცხოვრობდა. მათი დიდი ნაწილი უკვე გაჩუქებულია.