მაღალხარისხიანი პროდუქციის წარმოება ქართველებსაც შეგვიძლია

"ასფურცელა" მაკულატურის უმაღლესი ტექნოლოგიებით დამუშავების შედეგად იწარმოება - შესაბამისად, ის ეკოლოგიურია, ასევე, უფრო ხარისხიანი, რბილი, ჰაეროვანი და ბევრად მეტი, ვიდრე სხვა მსგავსი პროდუქტები და დიდხანს ჰყოფნის ოჯახს...

ცოტა ხნის წინ საქართველოს სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა საქართველოში არსებულ ბიზნესმდგომარეობაზე სტატისტიკური მონაცემები გამოაქვეყნა და გასული წელი შეაჯამა. ოფიციალურად დეკლარირებული მონაცემების მიხედვით, 2014 წელს საწარმოთა მთლიანმა ბრუნვამ - 50.1 მილიარდი, პროდუქციის მთლიანმა გამოშვებამ კი 26.1 მილიარდი ლარი შეადგინა. საწარმოს ზომის მიხედვით მთლიანი ბრუნვა კი ასე გადანაწილდა: მსხვილი ბიზნესი - 81.9%, საშუალო ბიზნესი - 8.7%, მცირე ბიზნესი - 9.4%.

როგორც ექსპერტები ამბობენ, ეს მონაცემები კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ეკონომიკაში მცირე და საშუალო ქართული ბიზნესის წილის გაზრდა, არაერთი მცდელობის მიუხედავად, ჯერ კიდევ ვერ მოხერხდა. არადა, მსოფლიო პრაქტიკა აჩვენებს, რომ რაც უფრო მაღალია მცირე და საშუალო ბიზნესის წილი ეკონომიკაში, მით მეტია ქვეყანაში სოციალური თანასწორობისა და დემოკრატიის ხარისხი.

როგორ უნდა შევუწყოთ ხელი ეროვნული ბიზნესის განვითარებას? პირველ რიგში, პროცესში საკუთარი წილი პასუხისმგებლობა საზოგადოებამ უნდა გააცნობიეროს, კერძოდ ის, რომ უცხო ქვეყნიდან შემოტანილი პროდუქციის ყიდვისას სულ უფრო სოლიდური თანხა საზღვარგარეთ გაედინება. ქართული პროდუქციის შეძენისას კი ფული საქართველოს ეკონომიკაში ბრუნდება და მოგვიანებით, თითოეული მოქალაქის კეთილდღეობაზე ნაწილდება. თუ ყველანი ამ პასუხისმგებლობას გავაცნობიერებთ, წარმატებული სისტემის მთელ ჯაჭვს შევკრავთ: თუ ქართულ პროდუქციაზე მოთხოვნა გაიზრდება, ქართველ მეწარმეს ბიზნესის გაფართოების შესაძლებლობა მიეცემა, რაც იმას ნიშნავს, რომ ახალი სამუშაო ადგილებიც მოიმატებს. რაც უფრო ნაკლები დაუსაქმებელი მოქალაქე ეყოლება ქვეყანას, სახელმწიფო ბიუჯეტი მეტ შემოსავალს მიიღებს. გაზრდილი ფულადი შემოსავალი კი ნიშნავს, რომ სახელმწიფოში­ სხვადასხვა სფეროს დასაფინანსებლად მეტი ფინანსური რესურსი გაჩნდება. მეტი ფული ნიშნავს უფრო მაღალ პენსიებსა და სხვადასხვა სოციალური პროექტის დაფინანსების ზრდასაც.  საბედნიეროდ, ბოლო პერიოდში ქართული ნაწარმის ზრდის დადებითი ტენდ­ენცია შეინიშნება - მარკეტების დახლებზეც ეროვნული პროდუქციის წილი სულ უფრო იზრდება. ალბათ, თქვენც არაერთ­ხელ გიგრძნიათ სიამაყე, როდესაც დახლებზე, განვითარებულ ქვეყანაში წარმოებული­ პროდუქციის გვერდით, არანაკლებ ხარი­სხიან ქართულ ნაწარმს ხედავთ. ასეთ დროს, პროდუქციის მრავალფეროვნების მიუხედავად, მე არჩევანის გაკეთება არასოდეს მიჭირს - ვირჩევ ქართულს, საკუთარ ქვეყანაში წარმოებულს და, რაც მთავარია, ხარისხიან პროდუქტს. იმასაც ვაცნობიერებ, რომ ამით ეროვნული ბიზნესის განვითარებაში საკუთარი, თუნდაც მცირე წვლილი შემაქვს.  აღსანიშნავია, რომ საბაზრო ეკონომ­იკის პირობებში 20-წლიანმა ცხოვრებამ ქართველ ბიზნესმენებს საქართველოში­ თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვის შესაძლებლობა და გამოცდილებაც მისცა.­ ვფიქრობ, უკვე დაინგრა სტერეოტიპი, რომ ქართული პროდუქცია სხვა ქვეყანაში წარმოებულ კონკურენტ ნაწარმთან შედარებით უხარისხოა.

"კვირის პალიტრა" პერიოდულად ეცდება, აღმოაჩინოს ქართული წარმოებები, რომ საზოგადოებას ჰქონდეს ინფორმაცია ეროვნული ნაწარმის შესახებ. ამ სტატიაში ქართული, ხარისხიანი და მაღალტექნოლოგიურად დამუშავებული ეროვნული ნაწარმის ერთ-ერთ თვალსაჩინო მაგალითზე ვისაუბრებთ. ეს არის ყოველდღიური მოხმარების ქაღალდი "ასფურცელა", რომელიც ბაზარზე არც ისე დიდი ხნის წინ გამოჩნდა­ და უკვე საუკეთესო საყოფაცხოვრებო ნაწარმად ითვლება.

"ასფურცელა" მაკულატურის უმაღლესი ტექნოლოგიებით დამუშავების შედეგად იწარმოება - შესაბამისად, ის ეკოლოგიურია, ასევე, უფრო ხარისხიანი, რბილი, ჰაეროვანი და ბევრად მეტი, ვიდრე სხვა მსგავსი პროდუქტი და დიდხანს ჰყოფნის ოჯახს. ,,ასფურცელა" დამზადებულია ქიმ­იური დანამატების გარეშე, პერფორირებული, მარტივად მოსახევი ქაღალდისგან.

მეორადი ქაღალდის დამუშავება ნიშნავს,­ რომ "ასფურცელას" საწარმოებლად კაცობრიობისთვის ერთ-ერთი ძვირად ღირებული სიკეთე - ქაღალდი არ იფლანგება და არც უამრავი ხე ეწირება მის დამზადებას. მართალია, ინტერნეტისა და კომუნიკაციის ელექტრონული საშუალებების გავრცელებამ მსოფლიოში ქაღალდის მოხმარების საჭიროება საგრძნობლად შეამცირა, თუმცა­ ბოლო მონაცემებით, მსოფლიოში ქაღალდზე მოთხოვნა მაინც 400%-ით გაიზარდა. ქაღალდის მოხმარების მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად მსოფლიოში ხეების ჩეხის მაჩვენებელი კატასტროფულად იზრდ­ება, თუმცა პროცესის შესაჩერებლად და ალტერნატიული გზების მოსაძებნად მსოფლიოს მაღალგანვითარებული ქვეყნები ინტენსიურად მუშაობენ. სწორედ ამიტომ ბოლო პერიოდში თანამედროვე მრეწველობაში სულ უფრო ფართოდ გამოიყენება მაკულატურა, რომელიც ხეების ჩეხის საჭიროებას მნიშვნელოვანწილად ამცირებს. მისასალმებელია, რომ მსოფლიოს ეკოაქციას საქართველოც არ ჩამორჩება.

გიორგი ასათიანი, ქაღალდის საწარმოს დირექტორი: "გარდა იმისა, რომ ყოველდღიური მოხმარების ჰიგიენური ქაღ­ალდის, "ასფურცელას" მისაღებად მაკულატურა თანამედროვე ტექნოლოგიებით მუშავდება, ის ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტია. "ასფურცელა" ქიმიურ დანამატებს არ შეიცავს და მომხმარებლისთვის აბსოლუტურად უსაფრთხოა. ამასთან, საწარმოში უამრავი ადამიანია დასაქმებული, რომლებსაც მაქსიმალურად კომფორტულ სამუშაო გარემოს ვუქმნით. ჩვენი საწამო კარგი მაგალითია იმისა, რომ მაღალხარისხიანი პროდუქციის წარმოება ქართველებსაც წარმატებით შეგვიძლია".

რუსუდან შელია

წყარო: გაზეთი "კვირის პალიტრა"