"ტექნო ბუმში" გიორგობის დღესასწაულთან დაკავშირებით აქციაა

კომპანია "ტექნო ბუმში" საახალწლო საჩუქრებისა და ფასდაკლებების ბუმი უკვე დაიწყო. კომპანია "ტექნო ბუმის" ინფორმაციით, გარდა იმისა, რომ მომხმარებლებს ტექნიკის შეძენა უკვე საახალწლო ფასდაკლებით შეუძლიათ, ასევე მსხვილი საყოფაცხოვრებო ტექნიკის შეძენისას მიიღებენ სასაჩუქრე ბარათს და აუცილებლად მოიგებენ საახალწლო საჩუქარს. საჩუქრების არჩევანი დიდია: მაცივრები, სარეცხი მანქანები, გაზქურები, ტელევიზორები, სმარტფონები, წვრილი ტექნიკა და კედლის საათები.  "გიორგობის ბრწყინვალე დღესასწაულთან დაკავშირებით, ინოვაციურ აქციას გთავაზობთ. მხოლოდ დღეს, 23 ნოემბერს 15:00-დან 17:00 საათამდე "ტექნო ბუმის" ქსელში შეიძინეთ ნებისმიერი ღირებულების ტექნიკა საახალწლო ფასდაკლებით, მიიღეთ საახალწლო საჩუქარი და დამატებით დაელოდეთ 17:00 საათს, გახდით იღბლიანი და წაიღეთ შეძენილი ტექნიკა მიღებულ საჩუქართან ერთად უფასოდ ანუ გადახდილ თანხას სრულად დაგიბრუნებთ", - აცხადებენ "ტექნო ბუმში".

კომპანიის ინფორმაციით, მომხმარებელი, ვინც დღეს 15:00-დან 17:00 საათამდე "ტექნო ბუმის " ნებისმიერ მაღაზიაში რომელიმე დასახელების ტექნიკას შეიძენს, მას სპეციალური ბარათი გადაეცემა, რომელსაც ადგილზე შეავსებს. აღნიშნული ბარათი დოლურაში მოთავსდება, 17:00 საათზე კი მაღაზიაში მყოფი ერთ-ერთი მომხმარებელი, მისი სურვილის მიხედვით, დოლურადან ბარათს ამოიღებს, სადაც იღბლიანი მყიდველის სახელი და გვარი იქნება მითითებული. "ტექნო ბუმის" ინფორმაციით, გამარჯვებულებს ყველა მაღაზიაში შეძენილი ტექნიკის ღირებულება სრულად დაუბრუნდებათ. თუ ბარათზე მითითებული მომხმარებელი ადგილზე არ იმყოფება, ბილეთი გაბათილდება და სხვა გამარჯვებული გამოვლინდება. "საახალწლო აქციები და გიორგობის დღესასწაულთან დაკავშირებით ინოვაციური აქცია "ტექნო ბუმის" ყველა ცენტრში: თბილისში, რუსთავში, გორში, ზესტაფონში, ქუთაისში, ბათუმში, ზუგდიდში, ფოთში, ახალქალაქში, თელავში, ლანჩხუთსა და სენაკში გაიმართება,"- ნათქვამია კომპანია "ტექნო ბუმის" მიერ გავრცელებულ განცხადებაში.