ყირიმში მილიონზე მეტი ადამიანი კვლავ ელექტროენერგიის გარეშეა

ბოლო მონაცემებით, ყირიმში 1,5 მილიონი ადამიანი კვლავ ელექტროენერგიის გარეშე რჩება.

მანამდე, რუსეთის საგანგებო სიტუაციათა სამინისტრო აცხადებდა, რომ ნახევარკუნძულზე ელექტროენერგია 2,35 მილიონ ადამიანს არ მიეწოდებოდა.

ყირიმი სინათლის გარეშე მას შემდეგ დარჩა, რაც გუშინ უკრაინის აღმოსავლეთში, ელექტროგადამცემი ბოძები უცნობმა პირებმა ააფეთქეს. ყირიმში ამჟამად საგანგებო მდგომარეობის რეჟიმია გამოცხადებული.

უკრაინის ხელისუფლებაში აცხადებენ, რომ სარემონტო სამუშაოების დაწყება ვერ ხერხდება იმის გამო, რომ ტერიტორიის ბლოკირება ყირიმის ენერგეტიკული ბლოკადის მხარდამჭერებმა მოახდინეს.

"ბიბისი" წერს, რომ ყირიმელი თათრების ლიდერმა მუსტაფა ჯემილევმა პირობა დადო, რომ მუშებს სარემონტო სამუშაოების ჩატარების უფლება მიეცემათ, თუმცა ყირიმისთვის ელექტროენერგიის მიწოდებას აქციის მონაწილეები მხოლოდ მას შემდეგ დაუშვებენ, რაც რუსეთი უკრაინელ პოლიტპატიმრებს გაათავისუფლებს.