საავტომობილო გზების დეპარტამენტი გზებზე არსებული მდგომარეობის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს

საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი საქართველოს გზებზე არსებული მდგომარეობის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს.  საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის საავტომობილო გზის კმ188-კმ198 (უშგული- ლასდილი) და ქუთაისი-წყალტუბო-ცაგერი-ლენტეხი-ლასდილის საავტომობილო გზის კმ142-კმ157 (ცანა-ლასდილი) მონაკვეთებზე მოძრაობა დასაშვებია მხოლოდ მაღალი გამავლობის ავტოტრანსპორტისთვის, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია.  დიდთოვლობის გამო, ბორჯომი-ბაკურიანი-ახალქალაქის საავტომობილო გზის კმ31-კმ62 (ანდეზიტი-ღადოლარი) მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია.  დიდთოვლობის გამო, ოზურგეთი-შემოქმედი-ბჟუჟჰესი-გომისმთას საავტომობილო გზის კმ16-კმ33 მონაკვეთზე ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია; დიდთოვლობის გამო, ჩოხატაური-ბახმაროს საავტომობილო გზის კმ34-კმ53 (ჩხაკაურა-ბახმარო) მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია.  დიდთოვლობის გამო, ფშაველი-აბანო-ომალოს საავტომობილო გზის კმ19-კმ72 მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია. ამავე გზის კმ1-კმ18 მონაკვეთზე ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.  ინტენსიური თოვის, ქარბუქისა და შეზღუდული ხილვადობის გამო, ბათუმი-ახალციხის საავტომობილო გზის კმ106-კმ117 გოდერძის უღელტეხილის მონაკვეთზე ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია. გზის დანარჩენ მონაკვეთებზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.