დიმიტრი ქუმსიშვილი საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციის ასამბლეაზე სიტყვით გამოვა

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი გაერთიანებულ სამეფოს ეწვია, სადაც მონაწილეობას მიიღებს საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციის ასამბლეის მუშაობაში.

ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, ხვალ, 24 ნოემბერს დიმიტრი ქუმსიშვილი სიტყვით გამოვა საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციის ასამბლეაზე.  "ვიზიტის ფარგლებში, დაგეგმილია დიმიტრი ქუმსიშვილის შეხვედრა აღნიშნული ორგანიზაციის გენერალურ მდივან კოჯი სეკიმიცუსთან და ასამბლეაში მონაწილე ქვეყნების ტრანსპორტის მინისტრებთან", - აცხადებენ უწყებაში.