მსოფლიოს ყველაზე ახალგაზრდა და მდიდარი მეწარმეები

ამერიკული გამოცემა "ფორბსი" იმ ახალგაზრდა მეწარმეების რეიტინგს აქვეყნებს, ვინც წარმატებას 30 წლამდე მიაღწია და ვისი ქონებაც უკვე რამდენიმე მილიონს ითვლის. რეიტინგში პირველი ადგილი 23 წლის პალმერ ლაკს ერგო, რომლის ქონება 700 მილიონ დოლარად ფასდება. პალმერ ლაკი კომპანია Oculus-ის შემქმნელია, რომელიც ვირტუალური რეალობის ჩაფხუტებს აწარმოებს. 2014 წელს ცუკერბერგმა Oculus-ისთვის რეკორდული 2,3 მილიარდი აშშ დოლარი გადაიხადა. მეორე ადგილზე 25 წლის ევან შპიგელია $2,1 მილიარდი აშშ დოლარის ოდენობის ქონებით. 25 წლის ევანმა ბობი მერფისთან ერთად Snapchat-ის მესინჯერი შექმნა. თავის დროზე სერვისის შეძენის სურვილი მარკ ცუკერბერგმა გამოთქვა, თუმცა 3-მილიარდიანი კონტრაქტის დადებაზე შპიგელმა უარი თქვა. რეიტინგში მესამე პოზიცია 25 წლის ჯონ კოლისონს ერგო, რომლის ქონებაც 750 მილიონ აშშ დოლარად ფასდება. ჯონი კომპანია Stripe-ის თანადამფუძნებელია. მეოთხე ადგილს იკავებს ბობი მერფი 1,8 მილიარდი აშშ დოლარით. 27 წლის ბიზნესმენი მობილური მესინჯერის, Snapchat-ის ერთ-ერთი დამფუძნებელია. მობილური აპლიკაციით თვეში 100 მილიონამდე ადამიანი სარგებლობს. მეხუთე პოზიციაზეა 27 წლის პატრიკ კოლისონი, რომლის ქონება 750 მილიონ აშშ დოლარს შეადგენს. ირლანდიელი კოლისონი - საგადასახადო სერვის “Stripe”-ის დამფუძნებელია, რომელიც PayPal-ის შემდეგ ერთ-ერთ ყველაზე ინოვაციურ პროდუქტად მიიჩნევა საგადასახადო სერვისების სეგმენტში. Stripe 5 მილიარდ დოლარად ფასდება.