ყირიმში ელექტროენერგიის გარეშე კვლავ მილიონამდე ადამიანი რჩება

ყირიმში ელექტროენერგიის გარეშე კვლავ მილიონამდე ადამიანი რჩება, აქედან 270 000 - სევასტოპოლის მცხოვრებია. როგორც "ბიბისი" იტყობინება, ამის შესახებ რუსეთის ენერგეტიკის სამინისტროში განაცხადეს. ნახევარკუნძულს ელექტროენერგია მას შემდეგ არ მიეწოდება, რაც 20 ნოემბერს უკრაინაში ელექტროგადამცემი ბოძები ააფეთქეს. სააგენტო "რია ნოვოსტი" წერს, რომ ადგილზე სარემონტო სამუშაოები უკვე დაიწყო.

შექმნილი ვითარების გამო ყირიმში საგანგებო მდგომარეობის რეჟიმი მოქმედებს.