თბილისი ლატვია-საქართველოს ეკონომიკურ კომისიას უმასპინძლებს

თბილისში, 7-8 დეკემბერს, ლატვია-საქართველოს ეკონომიკური კომისიის სხდომა გაიმართება. ამის შესახებ საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ლატვიის საგარეო უწყების ხელმძღვანელთან, ედგარს რინკევიჩსთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა. მან ხაზი გაუსვა ლატვიასა და საქართველოს შორის ეკონომიკური ურთიერთობების განვითარების მზარდ პერსპექტივას, განსაკუთრებით კი ამ ახალი პროექტების კონტექსტში, რაც საქართველოს, როგორც სატრანზიტო ქვეყნის ფუნქციის გაძლიერებას გულისხმობს. "თბილისში საქართველო-ლატვიის ეკონომიკური თანამშრომლობის კომისიის სხდომა გაიმართება, სადაც ეკონომიკური თანამშრომლობის ძალზედ მნიშვნელოვანი საკითხები განიხილება", - განაცხადა კვირიკაშვილმა.

ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ხაზი გაუსვა ორ ქვეყანას შორის მზარდი სავაჭრო ურთიერთობების არსებობას და საქართველოს მიერ მიღწეულ პროგრესს ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმების იმპლემენტაციის კუთხით.  "ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებამ უკვე გამოიღო პოზიტიური შედეგები. ჩვენ დავეხმარებით საქართველოს, რომ სამომავლოდ მოახდინოს ამ ხელშეკრულების ძალიან მნიშვნელოვანი დაბულებების იმპლემენტაცია", - განაცხადა ედგარს რინკევიჩსმა.