დიმიტრი ქუმსიშვილი საბერძნეთის ეკონომიკის სამინისტროს გენერალურ მდივანს შეხვდა

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი, დიმიტრი ქუმსიშვილი საბერძნეთის ეკონომიკის სამინისტროს გენერალურ მდივანს, იოანის თეოტოკას შეხვდა. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინფორმაციით, დიმიტრი ქუმსიშვილი ლონდონში საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციის ასამბლეის 29-ე სესიას დაესწრო. ასამბლეის ფარგლებში, დიმიტრი ქუმსიშვილი საბერძნეთის ეკონომიკის, ინფრასტრუქტურის, ნაოსნობისა და ტურიზმის სამინისტროს გენერალურ მდივანს, იოანის თეოტოკას შეხვდა.  სამინისტროს ინფორმაციით, საუბარი შეეხო თანამშრომლობას საზღვაო სფეროში და ქართველი მეზღვაურების საბერძნეთის დროშის ქვეშ მომუშავე გემებზე დასაქმებას.  "ჩვენ ვაცნობეთ აღნიშნულ ქვეყანას იმ რეფორმების შესახებ, რომლებიც საქართველოში ბოლო სამი წლის განმავლობაში საზღვაო მიმართულებით განხორციელდა", - აღნიშნა დიმიტრი ქუმსიშვილმა.