აირჩიე საჩუქარი - საახალწლო აქცია ზუმერისგან

ზუმერში უკვე საახალწლო განწყობაა! აირჩიე საჩუქარი - ამ სლოგანის ქვეშ ზუმერმა საახალწლო აქცია დაიწყო. დღეიდან ყველა მომხმარებელს, ვინც ზუმერის ქსელში Lenovo-ს სმარტფონს შეიძენს, საშუალება ექნება აირჩიოს სამი საჩუქრიდან ერთ-ერთი - 0% განვადება, ერთწლიანი დაზღვევა ან აქსესუარი!

აქცია ვრცელდება მთელი საქართველოს მასშტაბით ზუმერის ყველა მაღაზიაში. აქციის ფარგლებში მომხმარებელს შეუძლია შეიძინოს Lenovo-ს ფლაგმანი სმარტფონები: Vibe სერიის უახლესი მოდელები: Vibe P1, Vibe P1m, Vibe S1, მძლავრი ბატარეით აღჭურვილი P სერიის მოდელები (P70, P90), თანამედროვე სტილით და დიზაინით გამორჩეული S სერიის მოდელები (S60, S90); ზუმერის ქსელში ასევე წარმოდგენილია Lenovo-ს პლანშეტები და ნოუთბუქები. ამასთან ერთად, მომხმარებელს საშუალება აქვს, ლენოვოს უახლესი სმარტფონი Vibe P1 განსაკუთრებული პირობებით შეიძინოს: მიიღოს გარანტირებული საჩუქარი - 0% დაზღვევა და აირჩიოს დამატებითი საჩუქარი.

Lenovo-ს მიერ წარმოებული პროდუქცია გამოირჩევა საიმედოობით, მაღალი ხარისხითა და დახვეწილი დიზაინით.  Lenovo მსოფლიოს უმსხვილესი კომპანიების მსოფლიო რეიტინგის Fortune 500-ის მუდმივი მონაწილეა. კომპანიის წლიური ბრუნვა $46 მილიარდს შეადგენს. Lenovo-ს მსოფლიოში წამყვანი პოზიციები უჭირავს კერძო პირებისა და კორპორატიული კლიენტებისთვის ინოვაციური გადაწყვეტილებების შემუშავებასა და წარმოებაში: პერსონალური კომპიუტერების სეგმენტში Lenovo პირველ ადგილზეა. კომპანიის პორტფელი მოიცავს მაღალხარისხიან, სანდო და უსაფრთხო მოწყობილობებს: მობილური პროდუქტების ფართო ხაზს სმარტფონების, პლანშეტების და პროგრამული უზრუნველყოფის ჩათვლით, პერსონალურ კომპიუტრებს, სამუშაო სადგურებს, სერვერებს და სმარტ ტელევიზორებს.

კომპანია Zoommer-ი მობილურების, ტელევიზორების, ციფრული აპარატების, ნოუთბუქებისა და აუდიო-ვიდეო ტექნიკის ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი რითეილერია ბაზარზე და მომხმარებელს პროდუქციას ყველაზე დაბალ ფასად სთავაზობს საქართველოში.

ზუმერი - საუკეთესო ადგილი Lenovo-ს სმარტფონის შესაძენად!

(R)