საბურთალოს ზოგიერთ ქუჩაზე გაზმომარაგების აღდგენა ეტაპობრივად დაიწყება

საბურთალოს რაიონის ზოგიერთ ქუჩაზე გაზმომარაგების აღდგენა ეტაპობრივად დაიწყება. კომპანია "ყაზტრანსგაზ თბილისის" ინფორმაციით, საბურთალოს რაიონში, საბურთალოს ქუჩა 47-თან გამავალ მიწისქვეშა დ-300 მმ გაზსადენზე ავარიის ლიკვიდაციის მიზნით, საბურთალოს, ბახტრიონისა და ფანასკერტელის ქუჩის 6, 9, 11, 13, 14, 15, 16 კორპუსების მოსახლეობასა და აღნიშნულ ტერიტორიაზე განთავსებულ კომერციულ ობიექტებს (4500-მდე აბონენტი) გვიან ღამით გაზმომარაგება შეუწყდა.

კომპანიის ინფორმაციით, სამუშაოები დასრულებულია და გაზმომარაგების აღდგენითი სამუშაოები ეტაპობრივად დაიწყება.