რუსეთმა თურქული ხორცის იმპორტზე შეზღუდვა დააწესა

„როსსელხოზნადზორმა“ თურქული კომპანია Standart Gida Sanayi-ის მიერ წარმოებული ხორცის პროდუქტის იმპორტზე შეზღუდვა დააწესა.

რუსული მედიის ინფორმაციით, შეზღუდვა შეეხება ზემოხსენებული თურქული კომპანიის მიერ წარმოებულ ქათმის ხორცს, რომელშიც რუსული უწყების განცხადებით, ლისტერიის ბაქტერია აღმოჩნდა. შეზღუდვა 2015 წლის 1 დეკემბრიდან ამოქმედდება.

Standart Gida Sanayi-ის წარმოებული ხორცპროდუქტების რუსეთის ტერიტორიაზე დაშვება 1 დეკემბრიდან მხოლოდ ლაბორატორიული კონტროლის ჩატარების შემდეგ გადაწყდება.