საბერძნეთის დროშის ქვეშ მცურავი გემი დააჯარიმეს

საბერძნეთის დროშის ქვეშ მცურავმა გემმა ფოთის ნავსადგურში სამეურნეო ფეკალური წყლები ჩაღვარა. საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს ინფორმაციით,  საქართველოს ტერიტორიული წყლების დაბინძურების ფაქტი გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის შავი ზღვის დაცვის კონვენციური სამმართველოს თანამშრომლებმა, სასაზღვრო პოლიციასთან ერთად გამოავლინეს.

მათივე ინფორმაციით, გემის კაპიტანს განესაზღვრა საჯარიმო სანქცია 65 000 ლარის ოდენობით. მასვე დაეკისრა გარემოსთვის მიყენებული ზიანის ანაზღაურება, რომელმაც 4 125 ლარი შეადგინა.  სამართალდამრღვევმა დაკისრებული ჯარიმა და გარემოსთვის მიყენებული ზიანის თანხა სრულად დაფარა.