"თბილსერვის ჯგუფს" და "სინათლის ქალაქს" ახალი ხელმძღვანელები ჰყავს

შპს "თბილსერვის ჯგუფს" და შპს "სინათლის ქალაქს" ახალი ხელმძღვანელები ჰყავს. შპს "თბილსერვის ჯგუფს" ლევან ჯღარკავა, შპს "სინათლის ქალაქს" თორნიკე კიზირია უხელმძღვანელებს. მათი კანდიდატურები თბილისის მერმა, დავით ნარმანიამ დედაქალაქის მთავრობას დღევანდელ სხდომაზე წარუდგინა. შპს "თბილსერვის ჯგუფის" ხელმძღვანელის პოსტი მას შემდეგ გახდა ვაკანტური, რაც უკვე ყოფილი დირექტორი გიორგი ბაგრატიონი გასულ კვირას თბილისის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის უფროსად დაინიშნა. ლევან ჯღარკავა ამ დრომდე შპს "თბილსერვის ჯგუფში" დირექტორის პირველი მოადგილის თანამდებობას იკავებდა.

რაც შეეხება შპს "სინათლის ქალაქს", თორნიკე კიზირიაც აღნიშნულ შპს-ში დირექტორის მოადგილის პოსტს იკავებდა. "სინათლის ქალაქს" ვასილ ხორავა ხელმძღვანელობდა.