Bentley ორ ახალ მოდელზე მუშაობს

ბრიტანული კომპნაია Bentley, რომელმაც რამდენიმე თვის წინ წარმოადგინა მაღალი გამავლობის მდიდრული ავტომობილი Bentayaga, ამჯერად კიდევ ერთ მომცრო ქროსოვერზე მუშაობს. 

კომპანია აპირებს სრულიად ახალი სპორტული ავტომობილის წარდგენას, რომელიც თავის მხრივ, კონკურენციას გაუწევს Aston Martin-ის სპორტ-ქარებს.

ახალი SUV, რომელიც სავრაუდოდ 120 ათასი ფუნტი-სტერლინგი ეღირება, ზომის მიხედვით Porsche Cayenne-ისა და Macan-ის მოდელებს შორის ნიშას დაიკავებს. სიახლის გამოჩენა შოურუმებში მომდევნო სამი წლის განმავლობაში იგეგმება.

რაც შეეხება მეორე მოდელს, რომელიც სპორტული ავტომობილი იქნება, მისი პროტოტიპი კომპანიამ ჯერ კიდევ მარტში, ჟენევის ავტოსალონზე წარმოადგინა - ეს იყო კონცეპტი EXP10 Speed Six concept. „ასტონ-მარტინის“ პირდაპირი კონკურენტის წარმოებას ბრიტანელები ასევე 2-3 წელიწადში ფიქრობენ.

Bentley-ის გაყიდვებმა გასულ წელს 12 ათას ერთეულს მიაღწია. 2020 წლისთვის კი ბრიტანელები ამ ციფრის გაორმაგებას აპირებენ და ამაში ახალი ავტომობილები ნამდვილად შეუწყობთ ხელს.

კოკა კვირკველია