"ტექნო ბუმში" აქცია - "შეცვალე ძველი ტელევიზორი ახლით" დაიწყო

"ტექნო ბუმის" ყველა მაღაზიაში აქცია - "შეცვალე ძველი ტელევიზორი ახლით" დაიწყო. კომპანიის ინფორმაციით, ძველ, სრულიად გამოუსადეგარ ტელევიზორში, რომელიც ვიზუალურად დაზიანებულია ან ტექნიკურად აღარ ფუნქციონირებს, "ტექნო ბუმისგან" 250 ლარს მიიღებთ. სანაცვლოდ კი სახლში უახლესი მოდელის, 32 ინჩიანი, 82 სმ დიაგონალის ტელევიზორით დაბრუნდებით, რომელსაც ახალი ციფრული სიგნალის მხარდაჭერა აქვს. "უნდა იჩქაროთ, რადგან შეიცვლება მხოლოდ 500 ცალი ტელევიზორი, აქციაში მონაწილეობისთვის საჭიროა, მაღაზიაში ძველი ტელევიზორის ფოტოსურათი წარმოადგინოთ", - აცხადებენ კომპანიაში.

ინფორმაციის თანახმად, მომხმარებლებს მსოფლიო ბრენდების ყველა დასახელების უახლესი ტექნიკის შეძენა საახალწლო ფასდაკლებით შეუძლიათ, მსხვილი საყოფაცხოვრებო ტექნიკის შეძენისას კი თითოეული მომხმარებელი სასაჩუქრე ბარათს მიიღებს და საახალწლო საჩუქარს აუცილებლად მოიგებს. საჩუქრების არჩევანი ძალიან დიდია: მაცივრები, სარეცხი მანქანები, გაზქურები, ტელევიზორები, სმარტფონები, წვრილი ტექნიკა და კედლის საათები.  საახალწლო აქცია მიმდინარეობს მსოფლიო ბრენდების: Brown-ის, Kenwood-ისა და Delonghi-ის ტექნიკაზე. აქციის ფარგლებში ყველა, ვინც შეიძენს Brown-ის, Kenwood-ისა და Delonghi-ის 200 ლარის ან მეტი ღირებულების ნებისმიერი ტექნიკას, საჩუქრად 220 ლარიან Brown-ის ბლენდერ - Copers მიიღებს.

"ტექნო ბუმის" მაღაზიათა ქსელში უკვე საახალწლო განწყობაა. ჩვენ მთელი საქართველოს მასშტაბით ფასდაკლებებისა და საახალწლო საჩუქრების აქციები დავიწყეთ. ფასდაკლებებთან და საჩუქრებთან ერთად მოქმედებს უპროცენტო 24 თვიანი და 12-თვიანი განვადებები, ასევე მიმდინარეობს "ჯეოსელისა" და "ტექნო ბუმის" ერთობლივი აქცია - შიდა განვადება სმარტფონებზე. გარდა ამისა, "ტექნო ბუმი" მომხმარებლების საახალწლო სურვილებს აასრულებს და მათ უამრავ სიურპრიზს უმზადებს", -აცხადებენ კომპანიაში.

საახალწლო საჩუქრებისა და ფასდაკლებების აქციები "ტექნო ბუმის" ყველა ცენტრში მოქმედებს. იჩქარეთ, შეიძინეთ ტექნიკა დიდი ფასდაკლებით, მიიღეთ საახალწლო საჩუქრები და დაიბედეთ წარმატება. აქციები ყველა მაღაზიაშია: თბილისში, რუსთავში, გორში, ზესტაფონში, ქუთაისში, ბათუმში, ზუგდიდში, ფოთში, ახალქალაქში, თელავში, ლანჩხუთსა და სენაკში.