თურქეთიდან შემოსულ ავტობუსში მარიხუანა აღმოაჩინეს

თურქეთიდან შემოსულ ავტობუსში მარიხუანა აღმოაჩინეს. შემოსავლების სამსახურის ცნობით, 21 ნოემბერს, საბაჟო გამშვები პუნქტის "სარფის" ტერიტორიაზე, თურქეთის რესპუბლიკის მხრიდან შემოსულ ავტობუსში მებაჟე ოფიცრებმა ეჭვის საფუძველზე დათვალიერების შედეგად, 0,88 გრამი მარიხუანა აღმოაჩინეს. უწყების ცნობით, ნარკოტიკული ნივთიერება საქართველოს მოქალაქეს ო.ვ.-ს ეკუთვნოდა.

შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, საქმე შემდგომი რეაგირების მიზნით, საქართველოს შსს-ს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის პოლიციის დეპარტამენტის ხელვაჩაურის რაიონულ სამმართველოს გადაეცა.