"საქართველოს ბანკში" და Express Bank-ში სწრაფი ფულადი გზავნილის მომსახურებით სარგებლობისას მომხმარებელი საჩუქრად სასაუბრო დროს მიიღებს

მომხმარებელი, რომელიც "საქართველოს ბანკში" და Express Bank-ში სწრაფი ფულადი გზავნილების მომსახურებით ისარგებლებს, საჩუქრად 5 ლარის სასაუბრო დროს მიიღებს. "საქართველოს ბანკის" ინფორმაციით, 2016 წლის 27 მარტის ჩათვლით "საქართველოს ბანკსა" და Express Bank-ში ნებისმიერი სწრაფი ფულადი გზავნილის სისტემით ყოველ მესამე გაგზავნილ ან მიღებულ გზავნილზე მომხმარებელს საჩუქრად მიღებული 5 ლარის სასაუბრო დრო მობილურის ბალანსზე ავტომატურად დაერიცხება. სწრაფი ფულადი გზავნილის სისტემით თანხის გაგზავნა ან მიღება შესაძლებელია ანგარიშის გახსნის გარეშე, მსოფლიოს ნებისმიერ ქვეყანაში. ფულადი გზავნილის მიღებისას მომხმარებელი არ იხდის საკომისიოს.

"საქართველოს ბანკი" და Express Bank ფულადი გზავნილების ერთგულ მომხმარებელს საჩუქრებს მთელი წლის განმავლობაში სთავაზობენ. მომხმარებელს, სწრაფი ფულადი გზავნილის მიღება ასევე შეუძლია როგორც სერვისცენტრში, ისე ტელეფონბანკით, ბანკომატით და გადახდის აპარატით.