ნოდარ ხადური: დაძაბულობა ეკონომიკის განვითარებას ხელს არ უწყობს

საქართველოს ფინანსთა მინისტრის ნოდარ ხადურის განცხადებით, დაძაბულობა არც საქართველოს და არც ჩვენი ქვეყნის მთავარი სავაჭრო პარტნიორების ეკონომიკის განვითარებას ხელს არ უწყობს. ამის შესახებ ნოდარ ხადურმა ჟურნალისტებს მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განუცხადა, როდესაც უპასუხა კითხვას, როგორ შეიძლება თურქეთ-რუსეთის დაპირისპირება ეკონომიკური თვალსაზრისით აისახოს საქართველოზე. "თავისთავად ცხადია, ძალიან რთულია, როდესაც ორ დიდ მეზობელს შორის სიტუაცია არის ძალიან დაძაბული. მე მაინც იმედი მაქვს, რომ გონიერება გაიმარჯვებს და მათ შორის ვითარების შემდგომი ესკალაცია არ მოხდება. დაძაბულობა ეკონომიკის განვითარებას არ უწყობს ხელს, არც ჩვენი და არც იმ ქვეყნების, რომელიც ჩვენი მთავარი სავაჭრო პარტნიორები არიან", - განაცხადა ხადურმა.