"ვისოლ ჯგუფი" ბიზნესის ეროვნულ დაჯილდოებაზე წლის საუკეთესო კომპანიად აღიარეს

"ვისოლ ჯგუფი" მედია ჰოლდინგ "ჯორჯიან თაიმსის" რიგით მე-16 ბიზნესის ეროვნული დაჯილდოების საზეიმო ცერემონიალზე წლის საუკეთესო კომპანიად აღიარეს. "ვისოლ ჯგუფის" ინფორმაციით, კომპანიას მთავარი პრიზი - ექსკლუზიური, ძვირფასი ლითონებისგან დამზადებული ხელნაკეთი გარდამავალი გრან პრი - "ბოლნური ჯვარი" გადასცეს.

"მედია ჰოლდინგ "ჯორჯიან თაიმსმა" და საქართველოს საზოგადოებრივი აზრისა და მარკეტინგული კვლევების კომპანია "გორბიმ" 60 წარმატებულ კომპანიას შორის 30 საუკეთესო სხვადასხვა ნომინაციებში გამოავლინა. "ვისოლ პეტროლიუმ ჯორჯია" და ვასილ ხორავა დაჯილდოვდა ოქროს სამკერდე ჯვრით და ნომინაციით: საზოგადოებრივი იმიჯი და რეპუტაცია, პროდუქტისა და მომსახურების უმაღლესი ხარისხი, მაღალტექნოლოგიური სერვის პროდუქტები, კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობა", - აცხადებენ "ვისოლ ჯგუფში".  მათივე განმარტებით, ნომინაციაში: "პროდუქტისა და მომსახურების უმაღლესი ხარისხი, ყველაზე წარმატებული ბრენდი სუპერმარკეტების სექტორში, მომხმარებლის არჩევანი", ოქროს სამკერდე ჯვრით დაჯილდოვდა სუპერმარკეტების ქსელი "სმარტი" და სოსო ფხაკაძე.

"ვისოლ ჯგუფი" - ლიდერი ლიდერთა შორის "ვისოლ პეტროლიუმ ჯორჯიასთან" და "სმარტთან ერთად" და სხვადასხვა ნომინაციებში გამარჯვებულ სხვა ბრენდებთან ერთად ექსპერტებმა, ეკონომიკური პროფილის ჟურნალისტებმა, არასამთავრობო ორგანიზაციების, ფონდების, მრეწველთა და გადამხდელთა კავშირების წარმომადგენლებმა, სოციოლოგიური კვლევების სამსახურებმა გამოავლინეს.  დაჯილდოების საზეიმო ცერემონიალზე "მსოფლიოს ქართველთა და ებრაელ ქალთა მეგობრობის ასოციაციამ" "ვისოლის" ხელმძღვანელები, ლევან და სოსო ფხაკაძეები ქართველ და ებრაელ ხალხთა შორის მეგობრული და კულტურული ურთიერთობების განმტკიცების საქმეში შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილისათვის საპატიო დიპლომით დააჯილდოვეს", - განმარტავენ კომპანიაში.