ყველაზე მაღალი საცხოვრებელი კორპუსები მსოფლიოში

ყველაზე მაღალი შენობების სიმრავლით დუბაი გამოირჩევა, თუმცა, მას სხვა ცნობილი ქალაქებიც არ ჩამოუვარდება. მაგალითად, ნიუ-იორკში მდებარე ერთ-ერთი საცხოვრებელი კორპუსის სიმაღლე 425,5 მეტრია. მისი მშენებლობა წელს დასრულდა და 1,25 მილიარდი დოლარი დაჯდა. შენობა 88-სართულიანია. იგი სულ 104 საცხოვრებელ ბინას მოიცავს. აღნიშნულ საცხოვრებელ კორპუსში ბინების გაყიდვა 2014 წელს დაიწყო. 166 კვადრატული მეტრის ფართობის ბინის ფასი საშუალოდ 9,7 მილიონ დოლარს შეადგენს.

კიდევ ერთი ერთ-ერთი ყველაზე მაღალი საცხოვრებელი კორპუსი მოსკოვში მდებარეობს. მისი სიმაღლე 302 მეტრია და 76 სართულს შეადგენს. აღნიშნულ კორპუსში 190 კვადრატული მეტრის ფართობის ბინის ყიდვა 1,7-1,8 მილიონ დოლარადაა შესაძლებელი. დუბაიში მდებარე Cayan Tower-ში 150 კვადრატული მეტრის ფართობის საცხოვრებელი ბინის საყიდლად კი მსურველს 1,2 მილიონის გადახდა მოუწევს.