დიდი ბრიტანეთის მონარქის იუბილესთვის დაგეგმილ ღონისძიებებზე დასასწრები 25 000 ბილეთი გაიყიდა

დიდი ბრიტანეთის დედოფალ ელიზაბეთის 90-ე წლის იუბილესთვის დაგეგმილ ღონისძიებებზე დასასწრები 25 000 ბილეთი რამდენიმე საათში გაიყიდა. როგორც ბუკინგემის სასახლეში აცხადებენ, მომავალ წელს დაგეგმილი ოთხდღიანი ღონისძიებები მრავალფეროვანი იქნება. ცერემონიებში მონაწილეობას 900 ცხენი და 1500 ხელოვანი მიიღებს. იქნებიან მოცეკვავეები, მუსიკოსები და მსახიობები მთელი მსოფლიოდან.

ყველაზე ხანგრძლივი პერიოდის მონარქის დაბადების დღესთან დაკავშირებით 12-15 მაისს დაგეგმილი ღონისძიებების საფასური 165 ევროა. ცერემონიალებს, რომელიც უინძორთა სასახლეში გაიმართება, თავად დედოფალიც დაესწრება. ელიზაბეთ მეორე 90 წლის 21 აპრილს გახდება.