დავით ნარმანიას განცხადებით, კურსთაშორის სხვაობამ უფასო სასადილოების რაციონზე გავლენა არ უნდა იქონიოს

დედაქალაქის მერი დავით ნარმანია იმედს გამოთქვამს, რომ კურსთაშორისი სხვაობა უფასო სასადილოებში გამოყოფილ თანხებზე უარყოფით ზეგავლენას არ მოახდენს. დედაქალაქის მერმა დავით ნარმანიამ ჟურნალისტებთან საუბრისას კომენტარი გააკეთა უფასო სასადილოებში ერთ სულზე გამოყოფილ თანხებთან დაკავშირებით, რომელიც 1 ლარს და 18 თეთრს შეადგენს. გავრცელებული ინფორმაციით, ტენდერი გასულ წელს ჩატარდა და ხელშეკრულება სამი წლის განმავლობაში გადახედვას არ ითვალისწინებს.  დავით ნარმანიას თქმით, ერთი მხრივ, არსებობს მინიმალური მენიუ, რაც უფასო სასადილოებში უნდა იყოს და მეორე მხრივ, არსებობს სატენდერო პროცედურები, რომლის დაცვითაც მათ ჩაატარეს ტენდერები. "ჩემი აზრით, კურსთაშორის სხვაობამ რაციონზე გავლენა არ უნდა იქონიოს. თუ იქნება ასეთი მნიშვნელოვანი უარყოფითი გავლენა, დავსხდებით და კანონმდებლობის მიხედვით განვიხილავთ აღნიშნულ საკითხს", - აღნიშნა დავით ნარმანიამ.