დავით ნარმანია არ აკონკრეტებს, რომელი კომპანიის ავტობუსები შემოვა დედაქალაქში

თბილისის მერი დავით ნარმანია არ აკონკრეტებს, რომელი კომპანიის ავტობუსები შემოვა დედაქალაქში. როგორც ჟურნალისტებთან საუბრისას დღეს დავით ნარმანიამ განაცხადა, ვიდრე ტენდერი არ დასრულდება და გამარჯვებული კომპანია არ გამოცხადდება, უცნობია, რომელი კომპანიის ავტობუსები შემოვა დედაქალაქში.  დავით ნარმანიამ ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით, რომ საუბარია თბილისში თურქული კომპანიის ავტობუსების შემოყვანაზე, რომლებიც ბუნებრივ აირზე მუშაობენ. "ვიდრე ტენდერი არ დასრულდება და გამარჯვებული კომპანია არ გამოცხადდება, არავინ არ იცის, რომელი კომპანიის ავტობუსები შემოვა ქალაქში. ამდენად, ჯობია არ გავუსწროთ მოვლენებს, დაველოდოთ ტენდერს და ამის შემდეგ გავაკეთოთ ამასთან დაკავშირებით განცხადებები", - განცხადა დავით ნარმანიამ.

როგორც თბილისის მერიაში განაცხადეს, საქალაქო ტრანსპორტის გასაახლებლად, ავტობუსებზე ტენდერი დეკემბერში გამოცხადდება. მერია 150-დან 200-მდე ახალი ავტობუსის შეძენას გეგმავს. მედიაში გავრცელებული ინფორმაციით კი, თბილისის ქუჩებში ახალი ავტობუსები უკვე 2016 წლიდან იმოძრავებენ და ისინი ახალი ტიპის საწვავზე ანუ GNG-ის ბუნებრივ აირზე იმუშავებს.