მომხმარებელს ინტერაქტიური რეკლამა უფრო იზიდავს, ვიდრე სტატიკური

კომპანია Celtra-ს მტკიცებით, მომხმარებელთა დიდი ნაწილისთვის ინტერაქტიური რეკლამა უფრო მიმზიდველია, ვიდრე არაინტერაქტიური და სტატიკური.

კომპანიის მიერ ჩატარებული კვლევის თანახმად, ინტერნეტმომხმარებლები ტრადიციულ რეკლამასთან შედარებით, დიდ დროს უთმობენ ინტერაქტიურ, ე.წ. სათამაშო რეკლამას და სიამოვნებით გადადიან რეკლამაში განთავსებულ ბმულზე.

კვლევის შედეგად, სათამაშო რეკლამის მიმზიდველობამ დაახლოებით 16,2% შეადგინა მაშინ, როცა სტანდარტულ მობილურ რეკლამას 10,4% ერგო. ინტერაქტიურ რეკლამას მომხმარებელთა 36,4% ნახულობს, არაინტერაქტიურს კი 11,7%. ასევე საკმაოდ დიდი პროცენტული სხვაობაა რეკლამის ბმულზე გადამსვლელთა შორის - ინტერაქტიური რეკლამის ნახვის შემდეგ ბმულზე გადადის მომხმარებელთა 28,8%, სტანდარტული რეკლამის შემთხვევაში კი ეს მაჩვენებელი 3,9%-ია.

„სათამაშო რეკლამა ეს არის რეკლამაა, რომელიც გამოიყენებს გეიმპლეის ან გეიმიფიკაციის მექანიზმს. როგორც წესი, ასეთი რეკლამა გამოიყურება, როგორც მინი-თამაში, რომელიც წარმოდგენილია უშუალოდ სარეკლამო განცხადებაში. ჩვეულებრივ მასში ყველა სტანდარტული სათამაშო ელემენტია: გეიმპლეი, ანგარიში, შედეგების ცხრილი და ხშირ შემთხვევაში, მომხმარებელს სოციალურ ქსელში მათი გაზიარებაც შეუძლია“, - განაცხადა კომპანია Celtra-ს ხელმძღვანელმა მატეზ კლანჟსეკმა.